საფლავის მოპირკეთება

საფლავის სრული მოპირკეთება შემდეგი პროცედურებისგან შედგება:

აზომვითი სამუშაოები

ლანდშაფტისა და ცოკოლის აზომვა პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია შემდეგი სამუშაოებისთვის. არასწორად აღებული ზომები შეიძლება მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ჩვენს სპეციალისტებს გულდასმით და ზუსტად გადააქვთ ნახაზები ფურცელზე.

საფლავის დიზაინი

კლიენტის სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია ორიგინალური, სრულიად ინდივიდუალური საფლავის კონცეფციისა და დიზაინის შექმნა. ასევე შესაძლებელია უკვე არსებული მაკეტებისა და მაგალითების დამუშავება. ჩვენი დიზაინერი წინასწარ შეგითანხმებთ სრულ სურათს და შემოგთავაზებთ სხვადასხვა გადაწყვეტებს.

მასალის დაზუსტება

მოსაპირკეთებელი მასალის ვარიაციების შერჩევა დიზაინის შემუშავებისას ხდება. დიზაინის შექმნიდან სამუშაოების დაწყებამდე დამკვეთთან მასალის დაზუსტება საჭირო პროცედურაა, რომელზეცაა დამოკიდებული მოსაპირკეთებელი მასალის ღირებულების წილი პროექტის სრულ ბიუჯეტში. სწორედ ამის შემდეგ ხდება ზუსტი, სრული ბიუჯეტის დადგენა.

ვადების შეთანხმება

დიზაინისა და მასალის დამუშავების ხარისხიდან გამომდინარე, ვთანხმდებით გონივრულ ვადაზე, რომელზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას.

სამუშაოების წარმოება

ჩვენი სპეციალისტები, დიზაინერის მეთვალყურეობის ქვეშ, ხარისხიანად შეასრულებენ დასახულ ამოცანას შეთანხმებულ ვადაში. გვაქვს ყველა ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხისნედლეული იდეალურად დავამუშაოთ და ხარვეზების გარეშე შევძლოთ ადგილზე ინსტალაცია.

ჩაბარება

ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დათქმულ ვადაში ჩაგბარდებათ ზუსტად ისეთი ნამუშევარი, როგორზეც შეთანხმებულები ვიყავით.