საფლავის ქვა

ბარელიეფითა თუ ეპიტაფიით შემკული სადა საფლავის ქვა მსოფლიო სამგლოვიარო კულტურის ძირითადი ნაწილია.

ეს ის ძირითადი ატრიბუტია, რითაც საფლავისა და გარდაცვლილის იდენტიფიცირება ხდება. წარწერა, ხშირ შემთხვევაში გრავიურა, განსვენებული ადამიანის შესახებ იძლევა ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, ქვა საფლავის სახეა.

საფლავის ქვა სხვადასხვა მასალისგან შეიძლება დამზადდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაცია გვინდა ზედ დასატანად: უბრალოდ ამოტვიფრული ტექსტი, დაკრული ლითონის ასოები, პორტრეტის გრავიურა, დაკრული პორტრეტი და ა.შ..

მასალის შერჩევისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ლოკალური კლიმატის თავისებურებები და დიზაინის ზოგადი კონცეფცია.

საფლავის მოწყობის კონცეფციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მხოლოდ საფლავის ქვის დადგმა, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული, ან ქართული ტრადიციის მიხედვით – საფლავის სრულად მოპირკეთება საფლავის ქვასთან ერთად.