ბიუსტი / მონუმენტი

გარდაცვლილის ბიუსტს, ან სხვა მხატვრულ მონუმენტს ხშირად შეხვდებით გამოჩენილი ადამიანების საფლავებზე. ეს ერთგვარი მანიშნებელია იმისა, თუ როგორ უყვარდათ და აფასებდნენ მას არა მხოლოდ ჭირისუფლები, არამედ საზოგადოება.

ამგვარი მონუმენტებით ვცდილობთ, მარადიული ხსოვნა დავუმკვიდროთ მნიშვნელოვან ადამიანებს არა მხოლოდ საახლობლო წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში.

მონუმენტის შექმნა რთულ პროცედურებს მოიცავს როგორც დაგეგმვის, ასევე შესრულების ეტაპზე. დიზაინის ქვაში გადმოსატანად გამოიყენება არაერთი მეტალი თუ ქვის სახეობა.