ბაზალტი

bazalti bazalti

ბაზალტი საქართველოში ძალზედ გავრცელებული, ვულკანუნრი წარმოშობის ქვაა. მისი მოპოვების სიმარტივიდან და სიიაფიდან გამომდინარე, ფართოდ გამოიყენება როგორც სხვადასხვა ტიპის მონუმენტების შესაქმნელად, ასევე ქალაქისა თუ ნაგებობების მოსაპირკეთებლად.

სიმკვრივისა და დამუშავების სიიოლის გამო მას უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც ანტიკურ ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ბაზალტისგან ეგვიპტეში, რომსა და ბიზანტიაში აკეთებდნენ ქანდაკებებს, საქართველოში კი აგებდნენ ტაძრებსა და ციხეებს.

დღესაც, თბილისის ძირითადი ნაწილი, სწორედ ბაზალტითაა მოპირკეთებული.

საბადო: მარნეული

ფერი: ნაცრისფერი