ეპიტაფიები ქართულ საფლავებზე

logo-500x270

ეს თემა, ერთგვარად, წინა პოსტის “ძველი ქართული საფლავის ქვების” გაგრძელებაა. აქ გთავაზობთ რამდენიმე ეპიტაფიას იმავე წიგნიდან.

“ეპიტაფია ძველ საბერძნეთში საფლავზე წარმოთქმულ მწუხარების სიტყვას აღნიშნავდა, ხოლო შემდგომ ამ სიტყვამ საფლავის ლოდზე შესრულებული მოკლე წარწერის მნიშვნელობა შეიძინა.”

განაგრძე კითხვა

ძველი ქართული საფლავის ქვები

53-1-604x270

2000 წლის 25 აპრილს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი“, რომელმაც 2007 წელს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გამოსცა წიგნი “შენდობით მომიხსენიეთ” (ამირან არაბულისა და ეთერ თათარაიძის ავტორობით).
წიგნმა იმავე წელს მოიპოვა პრემია “საბანომინაციაში “წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს სოფლებში, ნასოფლარებში, დაბებსა და ქალაქებში მოძიებული ძველი ქართული საფლავის ქვების – ჩვენი მემორიალური კულტურის თვალსაჩინო ძეგლების – 360 ფერადი ფოტოსურათი და დაახლოებით ამდენივე ეპიტაფია.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ამ წიგნიდან.